ლაზარე გრიგორიადისის მამას პოლიციამ კარავი არ გააშლევინა, დააკავეს 1 აქტივისტი

ლაზარე გრიგორიადისის მამას პოლიციამ კარავი არ გააშლევინა, დააკავეს 1 აქტივისტი

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაური იყო - პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისის მამას კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. მათგან ერთ-ერთი აქტივისტი, ბეჟან წვიმიტიძე პოლიციამ დააკავა.

აქტივისტი ავჭალის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის უფლება არც გუშინ მისცეს.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.