ქართული ოცნების პატიმარი ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალი. რუსული კანონისადმი წინააღმდეგობის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდა ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. საპატიმროს დატოვებისთანავე ლაზარეს პირველი სიტყვები იყო - "ბრძოლა გრძელდება, შევხვდებით აქციებზე". ხელისუფლება გრიგორიადისის სასამართლო პროცესს აჭიანურებდა, ბარიერი შექმნა შეწყალების აქტის აღსრულების დროსაც. მიზანი ის იყო, რომ ახალგაზრდა უფრო დიდხანს დაეტოვებინათ ციხეში. ლაზარე ჰყვება, რომ ხელისუფლება მეგობრების დაკავებითაც ემუქრებოდა.