რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს.
"მე გამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინის წინააღდმეგ ომის] ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს.
უმაღლესი მთავარსარდალი ამ ოპერაციას მუდმივად აკონტროლებს და ვერ ვხედავთ მიზეზებს, რომელთა გამოც ჩვენი მიზნები უნდა გადაიხედოს", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.