ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით შეშფოთებულნი არიან.
ამასთან, ისინი ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარდაჭერას უცხადებენ.
"უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს.
სრული მხარდაჭერა ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში", - ვკითხულობთ ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.