ლატვიის საგარეო მინისტრი: სევდიანი დღეა

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე კანონის მიღების შესახებ, რომელიც ქვეყანას გადაახვევინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან.

გასულ წელს ევროკავშირმა მისცა საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და აშკარად მხარდაჭერილი მისი ხალხის მიერ. სევდიანი დღეა.

წერს X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე. ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.