ლანსბერგისი: პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის

ლანსბერგისი: პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის

"პუტინი NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის", - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსეთის მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას.

"პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის. თითქოს რამე განმარტება იყოს საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები", - წერს ლანდსბერგისი X-ზე.

***

კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის ობიექტი დღეს ბავშვთა საავადმყოფო გახდა.

რუსულმა ძალებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, რასსაც სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კიევში, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის ობიექტი ბავშვთა საავადმყოფო გახდა და მიმდინარეობს ევაკუაცია.

უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.