ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს ეხმაურება და წერს, რომ "მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ".
"მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს აქვთ მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება", - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
Oppressive regimes should be careful when comparing their opponents to Lithuanians, because Lithuanians have a history of winning this kind of thing. https://t.co/InNlN2JVAZ
გუშინ რესტორან ბაბილოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, სადაც მოსამართლეები იმყოფებოდნენ, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა:
"საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა".