ლაიენი: უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება

ლაიენი: უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება.

ამის შესახებ ლაიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა საჭირო რეფორმა და მზად არის, რომ ბლოკის წევრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნას.