ლაიენი სუმის დაბომბვაზე: შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად

დღეს დილით რუსეთმა კვლავ სასტიკი იერიში მიიტანა ქალაქ სუმზე - მოკლულია კაცები, ქალები და ბავშვები.

ბარბაროსულ თავდასხმას კიდევ უფრო საზარელს ხდის ის, რომ ადამიანები ბზობის კვირის მშვიდობიანი აღნიშვნისთვის იყვნენ შეკრებილნი. ეს უკანასკნელი ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით.

ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ საჭიროა მტკიცე ზომები. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან კავშირს და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას იქამდე, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება მიღწეული, უკრაინის პირობებისა და ვადების შესაბამისად. დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი არის ჩვენს გულებში - დღეს და ყოველ დღე.

ევროპა უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას.

წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ სუმის დაბომბვაზე.