ლაგოდეხში შუახნის მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა

ლაგოდეხში შუახნის მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა

ლაგოდეხში უბედური შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იგი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და სარწყავ არხში ჩავარდა.

ადგილზე მივიდა პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.