ლაგოდეხში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი მოკლულია.

მათივე ცნობით, ის მესაფლავედ მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა. კონფლიქტის შემდეგ კაცი გაუჩინარდა, ხოლო მისი ოჯახი დაკარგულს ეძებდა.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი.

ფორმულა დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.