ლაგოდეხის საკრებულოდან გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსის ძმა გაათავისუფლეს

ლაგოდეხის საკრებულოდან გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსის ძმა გაათავისუფლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა, ბახვა შაიშმელაშვილი გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის საკრებულოში ვიდეო ოპერატორისა და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა.

როგორც ირკვევა, შაიშმელაშვილს ახალი წლიდან 1-თვიანი ხელშეკრულება დაუდეს და 31 იანვარს დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა 3 დეკემბერს დატოვა. მან მიზეზად "ოჯახური პირობები" დაასახელა

ირაკლი შაიშმელაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ სამსახურიდან წასვლის განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც საპროტესტო აქციაზე პოლიციელმა აქციის მონაწილეს სახეში ფეხი ამოარტყა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები საკანონმდებლო ჩარჩოებს გასცდა.