ქვათაცვენის გამო, რიკოთზე მოძრაობა ისევ აიკრძალა

ქვათაცვენის გამო, რიკოთზე მოძრაობა ისევ აიკრძალა

ქვათაცვენის გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ისევ აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთის გაწმენდამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით"- ნათქვამია განცხადებაში.

რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა 8 აპრილს სპეციალური რეჟიმით აღდგა.