ამ წუთებში, ქუთაისში, ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მასწავლებლების გაფიცვასა და მათ დახმარებას ითხოვენ.
"ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მასწავლებლები გაიფიცნონ - რამდენი მოსწავლეც არ უნდა გამოვიდეს მათ გარეშე, ჩემი და ყველას აზრით, არაფერი გამოვა. თუ ისინი გაიფიცებიან, დირექცია იძულებული გახდება, რომ გარკვეული ზომები მიიღონ. მჯერა, რომ ჩვენი პროტესტი სხვა სკოლებზეც გავრცელდება. მხარს ვუჭერთ თბილისში შეკრებილ თანამემამულეებს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ისინი თავდაპირველად გაცილებით მეტი იყვნენ, თუმცა საქმეში სკოლის დირექტორი ჩაერთო და მათი რაოდენობა შემცირდა.
ამასთან, გუშინ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 700-ზე მეტმა სტუდენტმა სასწავლო პროცესის შეჩერება მოითხოვა, რათა პროტესტის გამოხატვისა და აქციაზე გასვლის შესაძლებლობა მიიღონ.