ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე სუპერმარკეტი გვირილა გაქურდეს. მარკეტის თანამშრომლებს დილით კარის მინა გატეხილი დახვდათ.

ადგილობრივების თქმით, მაღაზიიდან წაღებულია სეიფი, სავარაუდოდ, თანხით და სიგარეტები. მენეჯერი კომენტარს არ აკეთებს.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.