ქუთაისის აეროპორტი: ინტენსიური თოვის გამო, "შატლ ბასების" მოძრაობა დროებით ჩერდება

ქუთაისის აეროპორტი: ინტენსიური თოვის გამო, "შატლ ბასების" მოძრაობა დროებით ჩერდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, ინტენსიური თოვის გამო აეროპორტიდან შატლ ბასების მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.

აეროპორტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ათენიდან პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა.

"ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შატლ ბასების მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა.

ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ", - ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.