ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სამ ადამიანს კამათი მოუვიდა, რა დროსაც, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ერთ-ერთმა იარაღიდან ისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.