ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 33 წლის კაცია.

Ipn თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლის ამოყირავების დროს, მძღოლის დასახმარებლად მივიდა, ამ დროს კი მას ავტომობილი დაეჯარა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე დაშავებული კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.