![ე.წ. კაბელების საქმის ყოფილი მოსამართლე: საქმე შესწავლილიც არ მქონდა, იყო მუქარის ტექსტი](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/d2671510-93b4-4ad2-861c-87b9efaf681e.png)
ბათუმელი აქტივისტ თემურ ქათამაძეზე, რომელიც 28-ე დღეა შიმშილობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ და საია-ს მხოლოდ გუშინ, 12 თებერვალს გადასცეს.
"ეს დოკუმენტაცია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მინიმალური კვლევები ტარდება ამ დროსთვის, როგორიცაა წნევის გაზომვა, რაღაც ელემენტარული შემოწმებები ტარდება და თავად თემურსაც არ სურს კლინიკაში გადასვლა. შიმშილობას აგრძელებს.
მისი თხოვნა იყო, რომ ადვოკატს გადაეცა წერილი საპატრიარქოსთვის. მან სთხოვა ჩვენს ადვოკატს, რომ ეს წერილი საპატრიარქოში გაგვეგზავნა და რა თქმა უნდა, მისი ეს თხოვნა შესრულდება. მას სურს, რომ მოინათლოს ქრისტიანული წესით და ამის გადაცემა გვთხოვა საპატრიარქოსთვის", - თქვა ქურდოვანიძემ ფორმულასთან.