
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში.
კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით 300 ლარი აიღო.
სანაცვლოდ, კი დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები დაუმზადა და გადასცა.
მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დაკავებულს თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.