გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის

გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის

გერმანული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვის მიზნით Skyranger-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. როგორც კომპანიის თავმჯდომარემ, 8 სექტემბერს ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, კონტრაქტი ასობით მილიონ ევროს შეადგენს და 10 სექტემბერს ლონდონში, თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაზე გაფორმდება.

პირველი სისტემები უკრაინის სამხედრო ძალებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა. Skyranger წარმოადგენს მობილურ საზენიტო პლატფორმას, რომლის დამონტაჟება შესაძლებელია, მათ შორის, Leopard-ის ტიპის ტანკებზეც. „თითოეული სისტემა ოთხი კილომეტრის სიგრძისა და სიგანის ტერიტორიას სრულფასოვნად იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მტრული დრონი განადგურდება,“ – აღნიშნა კომპანიის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ამ სისტემებმა უკრაინას არსებითი დახმარება უნდა გაუწიოს.