ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. ტაქსის მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც ცნობილია, სავარაუდო, ბრალდებული დაკავებულია.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.