ქობულეთის მერის წარმომადგენელმა, ჯაბა სტამბოლიშვილმა სოფელ ლეღვაში, მარკეტში გამყიდველ ქალს სცემა. ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.
ფორმულას ინფორმაციით, კაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ირკვევა, დანაშაულის ჩადენის დროს სტამბოლიშვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სტამბოლიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.