ქობულეთი-ბათუმის გზაზე სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი.
როგორც ცნობილია, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს.