ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერმინისტრს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაძემ თქვა, ხვალიდან ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფში, რათა მათი მოთხოვნები რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდეს.
აფხაიძის თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 24-საათიან აქციებს ისევ გააგრძელებენ.
"ახლა გამოვედი კანცელარიიდან, ვინც ვიყავით შეგვხვდნენ მიხეილ სარჯველაძე ჩამოვიდა ირაკლი კობახიძე. ბატონმა მიხეილმა თქვა, რომ ხვალ სამ საათზე მელოდება ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ჩვენ ჩავერთოთ აუცილებლად სამუშაო ჯგუფში და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ის ცვლილებები, რასაც ვითხოვთ... იმედი მაქვს, სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი და თუ არ შეიცვლება, ისევ გამოვალ 24 საათიან აქციაზე"- თქვა აფხაიძემ.
***
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ.
ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.
მათ ამ მოთხოვნით უწყვეტი აქციები გუშინ დაიწყეს.