ხვალ მელიასა და გვარამიას გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

ხვალ მელიასა და გვარამიას გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

ხვალ, 11 მარტს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

ხვალვე გახდება ცნობილი, 2024 წლის არჩევნებზე ისინი ერთი პარტიით წარსდგენიან თუ ცალ-ცალკე.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში 14:00 საათზე დაიწყება.