ხვალ, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება.
როგორც ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, შეკრების შემდეგ აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მივლენ და იქ ღამეს გაათევენ.
"24 ნოემბერს, 21:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. შეკრების შემდგომ ფეხით მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს. პარალელურად, დასავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც ჩამოვა რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით იმისთვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოხვიდეთ რუსთაველზე", - თქვა გიორგი ვაშაძემ.