ხულოში კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად TV 25-მა გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.