
დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს. ასევე მქონდა კომუნიკაცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან.ჩემი დამოკიდებულება 4-ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, თუ რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას რჩება იგივე.ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით.პატივისცემა მინდა გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფ ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ.სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ.ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა.
წერს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
30 ივლისს ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი "დედლაინი", როცა ადგილობრივ არჩევნებს მოსახლეობამ "მძლავრი პროტესტი" უნდა დაუპირისპიროს.
"ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ", - წერს ხაბეიშვილი