![თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ. შავფორმიანმა პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს [VIDEO]](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/eaddd3db-e74a-4956-9532-0cb16fb8dedb.png)
შეიქმნა საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან, სადაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთად ვისხდებით და რეგულარულად ვისაუბრებთ ყველა საკითხზე. ბუნებრივია, პოლიტპატიმრები ჩვენი, ყველას პრიორიტეტია. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც ჩართული არიან ამ პოლიტიკური საქმეების შეკერვაზე, იქნებიან ესენი ცრუ მოწმეები, მოსამართლეები თუ ა.შ. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ, ეს სიები ყველას გაგვაჩნია. ასევე, გვექნება საერთო პოზიციონირება მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ჩვენს პარტნიორებთან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯერებული პოზიციები გვექნება.
თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.