კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ოპოზიციურ ლიდერებს ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ და რამდენიმე წუთში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.
"ჩვენი პოზიცია არის ისეთივე პრინციპული, როგორც პირველი დღიდან. პრეზიდენტთან კონსულტაცია არ გვქონია, მაგრამ კომუნიკაცია ყველას ყველასთან აქვს", - განაცხადა ხოშტარიამ.
შეხვედრაზე ოთხივე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებმაც ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით ბარიერი გადალახეს.