ხონში, დევნილთა დასახლებაში კაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.
მომხდარის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კაცი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით იყო გასამართლებული და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. 50 წლამდე ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
კაცი ჯერ დაკავებული არაა.
გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო.