
ხონში ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დაშავდა ორი. არსებული ინფორმაციით, მანქანა ლეხაინდაროს ხიდიდან წყალში გადავარდა.
როგორც შს სამინისტროში "ფორმულას" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.