ხობში კაცმა ძმა დაჭრა

ხობში კაცმა ძმა დაჭრა

ხობში კაცმა ძმა დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, ბრალდებული კი ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.