აშშ-ში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი უკვე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო. წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპს აქვს 230 ხმა, ხოლო კამალა ჰარისს - 179. სხვადასხვა ამერიკულ მედიასაშუალებაზე, აღნიშნული მონაცემი მეტ-ნაკლებად სხვადასხვაა, თუმცა ყველგან ტრამპი არის წინ.
თუ კამალა ჰარისი გახდება პრეზიდენტი, იგი გახდება პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც ოვალურ კაბინეტს დაიკავებს. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში კი, რესპუბლიკელი კანდიდატი ბოლო 100 წლის განმავლობაში იქნება პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.
გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი იქნება ე.წ. მერყევი შტატები: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი. აქედან პენსილვანიას კოლეგიაში ყველაზე მეტი წევრი ჰყავს.
Associated Press-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპმა გაიმარჯვა. იგი კოლეგიაში 16 ხმა მიიღებს.