1 ოქტომბერს, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის ცენტრზე განხორციელებული შეტევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საარტილერიო შეტევა ხერსონის ბაზრის რაიონში განახორციელეს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 3 ქალი და 4 კაცია.
ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სადაც ხერსონის მცხოვრებლები დილით ყიდულობდნენ ან ყიდდნენ პროდუქტებს, განადგურდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.