ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ბერისლავაში რუსმა ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მძღოლი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდასხმის სამიზნეში უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტი მოექცა, მათ შორის: ხერსონი, ბურგუნკა, ოსოკოროვკა, ნიკოლსკოე, პონიატოვკა, ლვოვსკოე, ბერისლავი, სადოვოე, ოდრადოკამენკა, ფედოროვკა, ტიაგინკა, პრიდნეპროვსკი, ზელენოვკა, ანტონოვკა, ჩერნობაევკა და ნოვოალექსანდროვსკი.
რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რეგიონის დასახლებულ პუნქტებში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და 3 კერძო სახლი. ასევე - ავტოსამრეცხაოები, ავტოფარეხი, ავტობუსები, სასწრაფო დახმარების მანქანა და კერძო მანქანები.
რუსეთის თავდასხმების შედეგად ჯამში სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა.