ხელვაჩაურში, ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ კლინიკაში სულ 9 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 4 ბავშვია.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.