ერთი ქვეყნის განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ლიდერები - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირისპირების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს. პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას პრორუსული კურსი დაუწუნა, მაგრამ არც ამჯერად უხსენებია ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ კრიტიკას ტრიბუნიდან ვერ უპასუხა. სანაცვლოდ, ღარიბაშვილი ქართველ მწერლებს სპეციფიკური კონტექსტით ციტირებდა. ახსენა უკრაინაც, მაგრამ ამჯერადაც ვერ უსურვა ომში მყოფ ქვეყანას გამარჯვება.