"ხელისუფლებამ კურსს გადაუხვია" - პროევროპულ მარშს შშმ პირები უერთდებიან

"ხელისუფლებამ კურსს გადაუხვია" - პროევროპულ მარშს შშმ პირები უერთდებიან

დღეს დაგეგმილ პროევროპულ მარშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უერთდებიან.

"საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია კურსს, რომელიც ქმნის გარანტიებს ადამიანის უფლებათა დაცვის, ღირსეული ცხოვრების და, რაც მთავარია, უმცირესობათა უფლებების დაცვის. ევროკავშირი არის სივრცე, სადაც სოციალური ნიშნიდან გამომდინარე მოქალაქეთა მეორეხარისხოვნება არ იგრძნობა.

რამდენადაც ჩვენ, შშმ პირები სწორედ მეორეხარისხოვნებას ვგრძნობთ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, პლუს, არ გვსურს განუვითარებელ საბჭოთა სისტემაში დაბრუნება. 20 ოქტომბერს ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც 4:30 საათიდან ნელ-ნელა დავიძვრებით მარშის მონაწილეებისკენ, რესპუბლიკის მოედანზე", - წერია განცხადებაში.

***

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - დღეს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება. პროევროპულ მარშს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.