ხაზარაძე: პრეზიდენტის კონცეფცია ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად

ხაზარაძე: პრეზიდენტის კონცეფცია ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად

ძლიერი საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტის წარდგენილ გეგმას, რომელიც ქვეანაში შექმნილი კრიზისის მოგვარებას გულისხმობს.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რომ ზურაბიშვილის ინციიატივა ერთადერთი სწორი გზაა.

"პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელიც ითვალისწინებს ლეგიტიმაციისა და კონსტიტუციური ფუნდამენტის შენარჩუნებას, რომელიც “ქართულ ოცნებასაც”კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ამ ინიციატივას. აქვე, დღეს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საერთო ოპოზიციური საკოორდინაციო და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შექმნის ინიციატივა (სახალხო პარლამენტი), რომელიც ახალ არჩევნებამდე მისასვლელ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და კოორდინირებულს გახდის, როგორც შიდა კომუნიკაციაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით"- წერს ხაზარაძე.

18 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გეგმა გააცნო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, დაკომპლექტდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შეიქმნას საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლო და მოხდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაც.