
ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი „ფორმულასთან“ ინტერვიუში ირწმუნება, რომ ნინო დათაშვილს მისი სურვილის წინააღმდეგ იძულებით ექსპერტიზას ვერავინ ჩაუტარებს.
დავით მაღრაძე ადასტურებს იმასაც, რომ სწორედ ის ფიგურირებს დისიდენტი ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის 40 წლის წინანდელ ფსიქიატრიულ დოკუმენტაციაშიც. ის დღესაც ფიქრობს, რომ დიაგნოზი გაყალბებული არ ყოფილა და არც შამანაურია დისიდენტი
მიდივე თქმით, საბჭოთა საქართველოში ფსიქიატრია არ გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად
"მოყვანა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად უნდა დავაწვინოთ. თუ პაციენტს არ სურს, რომ სტაციონარში მოთავსდეს და ჩაუტარდეს ექსპერტიზა, დგება ოქმი და ნახვამდის, კარგად იყავი, ქალბატონო თუ ბატონო და მთავრდება ასე, ექსპერტიზა არ უტარდება. ვინ თქვა, რომ ძალით უნდა დააწვინონ?! ძალით ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ ტარდება. კი, შამანაურის თემაც იყო, გასაგებია. ჩაიდინა მაგან რაღაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დუშეთში ჩაამტვრია შუშები. დაინიშნა ექსპერტიზა და გამოკვლევის დროს ისეთი სიმპტომები ჰქონდა მაგას, რომ იცით რაა, მაგან მეო კომუნისტური სიწმინდისთვის ვიბრძვიო, იმიტომ რომ ლენინური სიწმინდე დაკარგა პარტიამო, დუშეთის რაიკომმაო. ის ცოტა სხვანაირი დისიდენტი იყო. დისიდენტი მინუსით. როგორ უნდა გააგზავნო ეგეთი ადამიანი ციხეში და სასამართლოზე, ასეთი პარაფრენიული ბოდვის მქონე ადამიანი. ქალთა განყოფილებაში, სადაც ეგ იწვა მისი მკურნალი ექიმი იყო მზია გოგიჩაიშვილი, კრიტალური ადამიანი, ვინ გაბედავდა ქალის წამებას, ვინ გაბედავდა საერთოდ ადამიანის წამებას", - განაცხადა მაღრაძემ "ფორმულასთან" სატელეფონო ინტერვიუში.