ხაზარაძე: მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია, ბრძოლა გრძელდება! წინ ევროკავშირია

მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია. რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში არ იქნება! ბრძოლა გრძელდება! წინ ევროკავშირია.

წერს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.