ქართული ოცნება ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი, აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა "ოცნების” რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას! მინდა ხელახლა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა დიპლომატს - დაუყოვნებლივ გადადგით ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება და ქვეყნის გადარჩენა! გააჩერეთ რუსული კანონი.
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აშშ-ის მიერ ქართული ოცნების წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.