ხაზარაძე: კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხზე, ამორალური სახე მიიღო

ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი შემადგენელი.

ლელო დგას ამ პროცესის გაძლიერების მხარეს. კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო. კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი.

წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა - ოცნება მხარს უჭერს. პარლამენტში საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავენ.