ხაზარაძე: კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში

ხაზარაძე: კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში

ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წულუკიანის კომისიაში მეორედ დაიბარეს.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ იგი ამ კომისიას არ აღიარებს და მისვლას არ აპირებს.

"კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.

მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ!

ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ხაზარაძე კომისიაში პირველად 25 მარტს დაიბარეს, თუმცა იგი იქ არ გამოცხადდა.

ამის გამო პოლიტიკოსს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან გადაიხადა.