ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად საქართელოს, ჩვენს გმირებს, დაღუპულ მეომრებს.
იგი ესაუბრება კონკრეტულად პუტინს და ეუბნება, რომ ქართველმა ხალხმა დავიწყეთ ომი.
ეს არის კაპიტულაცია, ეს არის ღალატი, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ფაქტობრივად, რუსებისთვის ჩაბარება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენება.
განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ივანიშვილმა გორში თქვა, რომ "არჩევნების შემდეგ გამოძებნიან ძალას, ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".