ხაზარაძე: ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი "გლობალური ომის პარტიაა"

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის "გლობალური ომის პარტია." ამით გაიმეორა პუტინის "რაშისტული" ნარატივი. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო - არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას - კი, რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას. ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში.

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას ეხმაურება.