ხაზარაძე: გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს

ყველაფერი გავაკეთე, რომ არ დაკარგულიყო არც ერთი ხმა და ყველა ის ადამიანი, რომელსაც უნდა ძლიერი საქართველო... დღეს მოვისმინეთ, მან [გიორგი გახარია] დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, ისეთი რამ, რაც არა თუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ მგონია, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს. მეტ განმარტებას არ გავაკეთებ. ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც აქამდე ვაშენებდით. აქედან გამომდინარე ჩვენ ამით ყველაფერი ვთქვით - აქ ვართ, დღესაც მზად ვართ ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ხვალ დილიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ საქართველოდან.

განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

*დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 3 პრინციპი დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში მამუკა ხაზარაძის კოალიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.