არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა - რუსეთი!
ჩვენ ჩვენი კანონები გვჭირდება - დემოკრატიული, სამართლიანი, განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული და არა ისეთი, როგორც ეს რუსული კანონი - უკან, ჭაობში რომ გვაბრუნებს, ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, კლავს ინიციატივას და გარე სამყაროსთან კავშირს!
რუსეთის აგენტები დღეს მთავრობაში გვყავს - მეტი ლუსტრაცია მათ აღარ სჭირდებათ - ხალხმა უკვე იცის სიმართლე!
26 ოქტომბერს ქართველი ერი გამოუტანს მათ პოლიტიკურ განაჩენს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს რუსულ ძალას საქართველოში!
მომავალი ჩვენს ხელშია! გამარჯვება ახლოსაა!
წერს ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.